aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღის ბოლოს კიდევ ერთი ახალი კოვიდ-ინფიცირებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, ის 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცნობისათვის, ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

იტვირთბა....