aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება” – ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს. მან ჟურნალისტებთან 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადება აღიქმებოდეს, როგორც ძალადობის წახალისება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მესიჯი ასე აღიქმება.

ცნობისთვის, ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა: “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით.”

იტვირთბა....