aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ.

გიგლა მიქაუტაძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც.

„თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს.

კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....