aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში ჩვილის მკვლელობისთვის დედა დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა რამდენიმე დღის წინ სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი.

ახალგაზრდა ქალმა კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.

ჩვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

იტვირთბა....