aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძაღლის ფეკალიით ტერიტორიის დაბინძურებისთვის მეპატრონე 50-ის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო აღნიშნულია, რომ ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის მეპატრონე არა 50-ით არამედ 700 ლარით დაჯარიმდება.

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანების გამო კი ფიზიკური პირი 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი -–1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით.

“პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება”. – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....