aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

2 დაღუპული და 11 დაშავებული – სტიქია თურქეთში, ართვინში მოვარდნილმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთში, მეწყრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და 11 დაშავდა – ართვინში, სოფელ იუსუფელში მოვარდნილმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა.

ართვინის გუბერნატორის ილმაზ დოროუკის განცხადებით, კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა.

თურქეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ბუნებაში უხეში ჩარევა იწვევს მსგავს ეკოლოგიურ კატასტროფებს.

ცნობისთვის, ამ ზონაში თურქეთის სახელმწიფო დერინერის კაშხლებს აშენებს.

შეგახსენებთ, რომ ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები  ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ცენტრალური მაგისტრალი. ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

 

იტვირთბა....