aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის დადგენილებით 200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავრობის ახალი დადგენილებით, გაიზარდა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა, რომლებიც 200 და 300 ლარის ოდენობით თანხას მიიღებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

„დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან“.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ინდივიდუალური მეწარმე პირები.

„დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

იტვირთბა....