aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სისხლის გლუკოზა გავლენას ახდენს ორგანიზმის COVID-19-ის საპასუხო იმუნურ რეაქციაზე” – ჯანდაცვის ექსპერტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის ექსპერტი, კარენ ოიოკი ხსნის ვირუსის შესახებ ინფორმაციის აღმოჩენის რა ეტაპზე არიან ახლა მეცნიერები:

“სისხლის გლუკოზა (ძირითადი კომპონენტი) გავლენას ახდენს ორგანიზმის COVID-19-ის საპასუხო იმუნურ რეაქციაზე; კერძოდ, კვლევის მიხედვით, რომელიც უჰანში (ჩინეთი) ჩატარდა, პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც სისხლში გლუკოზის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, მძიმე იყო. ვირუსით მათი გარდაცვალების ალბათობა მაღალი იყო. სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალი დონე ქრონიკულ ანთებას იწვევს. ასევე, გლუკოზის მაღალი დონე დაკავშირებულია „გარე კონტროლის ზედმეტ რეაქტიულ იმუნური პასუხთან“ ე.წ. ციტოკინის ქარიშხალთან, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკელი ამერიკელები და სამხრეთ აზიელები ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რისკ-ჯგუფში შედიან.

ამის შესაძლო მიზეზებს შორის არის მათი ეთნიკური განსხვავებები და ასევე ის, თუ როგორ ახდენს მათი ორგანიზმი გლუკოზის მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა – ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში ). მაგალითად, აფრიკელი ამერიკელების 60%-ს დიაბეტი აქვს.

მაშინაც კი, თუ ადამიანი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი, მაგრამ აქვს ჭარბი წონა, მაღალი რისკი არსებობს იმის, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მას რთული სიმპტომები ექნება. თუმცა, კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებსაც კი ხშირად სუსტი იმუნური რეაქცია აქვთ, რაც მათი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რთულდება. ისინი ვირუსის მძიმე სიმპტომებით ხასიათდებიან. სისხლში გლუკოზის დონე ჭამის შემდეგ იცვლება. თითოეული ადამიანის ორგანიზმი საკვების მიღების შემდეგ სხვადასხვანაირად რეაგირებს (იდენტური ტყუპებისაც კი, რომლებიც გენის 100%-ს იზიარებენ).

მკვლევარების განმარტებით, სწორედ ამიტომაა, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ზე სხვადასხვანაირად რეაგირებს.” – ამბობს ექსპერტი.

იტვირთბა....