aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო.

დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 2000, 5000, 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. ერთი პირი კი ძებნაში იმყოფება. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

იტვირთბა....