aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავში ხარის მიერ დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ექიმი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ხარის მიერ დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარდა, მას მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აქვს და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

რუსთავში ხარმა ორ ბავშვს დაზიანება მიაყენა, მათგან ერთი – 4 წლის ბიჭი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორეს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით, ხარი მინდვრიდან მწყემსს გამოექცა.

იტვირთბა....