მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“შაქარაშვილის ბიძა რომ ქოცია, გედეონ ფოფხაძის კლასტერიდან, ადრევე გითხარით!” – ელისო კილაძე

“შაქარაშვილის ბიძა რომ ქოცია, გედეონ ფოფხაძის კლასტერიდან, ადრევე გითხარით! რეჟიმის მსხვერპლი და ქუჩაში როდის იყო, ზუბალაშვილებზე კუბლაშვილის საადვოკატო ბიუროში რომ მუშაობდა? ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე რომ პოლიტიკაში მიდის და ნაცები უნდა ამოძირკვოს, ეს რა სევდიანი ისტორიაა! და გედი ფოფხაძესთან რომ წავიდა,რომლის პატრონიც იმ დროს ვანო მერაბიშვილი იყო, ამნეზიაც ჭირს ?!”

ელისო კილაძე, “ქრონიკა +”  -ის რედაქტორი

სოციალური ქსელი

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია – ამის შესახებ მან დღეს, პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც მოგვიანებით მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” აღნიშნა, „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრები მისი დიდი ხნის მეგობრები არიან. ნიკოლაძის თქმით, იგი პოლიტიკურ საქმიანობაში შაქარაშვილის  ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე ჩაება.

“გამოვიარე ის 9-წლიანი ჯოჯოხეთი, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად, გამოვიარე ეს არაფრის გამკეთებელი 8-წლიანი პერიოდიც, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად. მე მოქალაქე ვარ, ჩემი ქვეყანა, სამშობლო მიყვარს და ამიტომ მინდა, ჩვენს შვილებს რაღაც გავუკეთო”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

იტვირთბა....