aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იქნება თუ არა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი – “მთავარი არხი” ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. ახლა ეს მთავარი კითხვა პარტიის თავმჯდომარესთან თვითონ ივანიშვილის თანაგუნდელებსაც აქვთ. პრემიერმინისტრი, რომელიც “ოცნების” საარჩევნო სიაში არასდროს ყოფილა და არც პოლიტსაბჭოს წევრია, ამბობს, რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია და არც კვოტები გადაუნაწილებია”, – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც “მთავარი არხის” ინფორმაციაშია აღნიშნული, ივანიშვილი პასუხისმგებლობის აღებას ყოველთვის გაურბის.

“როდესაც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს, თანაგუნდელებს დასახმარებლად აქტიურად პოლიტიკაში ერთვება. ასე იყოს 2016 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.  ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ჭარბი ნდობა მას ვეღარ უშველის და 2020 წლის არჩევნებზე ხმების მოსაგროვებლად კარდაკარ სიარული მოუწევს. “ოცნებიდან” დემარშით წასულები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამომრჩეველის გადაგდების მორიგ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოქალაქეები მისი დაპირებებით ამჯერად მაინც არ უნდა მოტყუვდნენ”, – ნათქვამია “მთავარი არხის” ინფორმაციაში.

იტვირთბა....