aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის სხეულის დაზიანებები “სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სხეულზე აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და “დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.”

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე, ვკითხულობთ, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში“.

როგორც დასკვნაში წერია, გვამს გამოკვლევით რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნება.

საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. დასკვნის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა და  იგი ადასტურებს, რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.

 

იტვირთბა....