კვლევები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მიეცით ხმა: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

საზოგადოებრივ პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ მოცემული სიით ონლაინ-გამოკითხვას ატარებს NDI-ის მიერ ბოლო პოლიტიკური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე. აღნიშნული კვლევიდან ჩვენ გამოვყავით 8 პოლიტიკური პარტია, რომელიც ფიგურირებდა აღნიშნულ გამოკითხვაში. ამის გარდა სიას დაემატა პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურია. სიაში არ არიან ანა დოლიძისა და ალექსანდრე ელისაშვილის მოძრაობები, რადგან ისინი ჯერ არ არიან რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პლატფორმები და ამ დრომდე გაურკვეველია, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ გუნდს. ტექნიკურად, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ – რომელიმე მოწყობილობიდან (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, სხვა სახის მოწყობილობა).

ცნობისათვის: აღნიშნულ კვლევას არ აქვს პრეტენზია შეედაროს რომელიმე სოციოლოგიურ კვლევას. გამოკითხვის მიზანია „მეტრონომის“ მკითხველებში, რამდენიმე დღის განმავლობაში (დღეში დაახლოებით 30-40 ათასი უნიკალი) გამოიკვლიოს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს მისცემდნენ ხმას.

„მეტრონომის“ მკითხველთა კატეგორია და შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი – Google ანალიტიკის მიხედვით:

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....