aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ვიღაცას, არ მოსწონს – ვიქნები წინა ხაზზე” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და უნდა ვინმეს თუ არა, ის იქნება წინა ხაზზე.

“როდესაც საუბრობენ, რომ ბატონმა პრემიერმინისტრმა თქვა, ვიღაც გახარიამ, ბატონმა ბიძინამ, იმის ხსენებაც არ შეიძლება… მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელიც არის საქართველოში. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ.

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე”, – აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....