aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოქვეყნდა 18 ქვეყნის სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 9 ივლისიდან საქართველოში შემოსვლა 18 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება.

მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში შემოსვლა შეეძლებათ, ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • საფრანგეთის რესპუბლიკა
  • ლატვიის რესპუბლიკა
  • ლიეტუვის რესპუბლიკა
  • ესტონეთის რესპუბლიკა
  • ესპანეთის სამეფო
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  • ნიდერლანდების სამეფო
  • პოლონეთის რესპუბლიკა
  • პორტუგალიის რესპუბლიკა
  • რუმინეთის რესპუბლიკა
  • საბერძნეთის რესპუბლიკა
  • შვედეთის სამეფო
  • ხორვატიის რესპუბლიკა
  • იტალიის რესპუბლიკა
  • კვიპროსის რესპუბლიკა
  • სლოვენიის რესპუბლიკა
  • ისლანდიის რესპუბლიკა

„ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს.

იტვირთბა....