aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში ატმის შესაძენად ჩასულ სომხეთის მოქალაქეს კოვიდ 19 დაუდასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, მამაკაცს COVID-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტში აუღეს, თუმცა, მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა.

ამჟმად უცხო ქვეყნის მოქალაქე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ეპიდემიოლოგების თქმით, ფაქტი იმპორტირებულ შემთხვევად განიხილება და წყაროს დადგენა შეუძლებელია.

იტვირთბა....