პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 13 ვლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება.
როორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
“13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.