aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი გამოცდებში ჩაერთვებიან” – გორგოძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდიდან მოხსნილ ორ აბიტურიენტს „პისიარ“კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი გამოცდებში ჩაერთვებიან. ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება იმ ორ აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდების პირველ დღეს სიცხის გამო მოიხსნენ ტესტირებიდან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელსვე მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა. გამოცდების მიმდინარეობის პროცესშივე ჩაერთვებიან ისინი. მათ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება და საბედნიეროდ, კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, აპლიკანტს, რომელსაც გამოცდის დღეს დაუფიქსირდება 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა, თან უნდა ჰქონდეს PCR ტესტირების უარყოფითი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოცდიდან იხსნება. ტესტის პასუხი ვალიდური 72 საათის მანძილზეა, ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოცდები დასრულებული არ აქვს, აპლიკანტმა ტესტი განმეორებით უნდა ჩაიტაროს.

იტვირთბა....