aviabiletebi
მთავარი ციტატა

“უპასუხისმგებლო ხალხია, ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით რომ გიპასუხოთ რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ,” – ვოლსკი ოპოზიციაზე

“ხელისუფლებისთვის რასაკვირველია შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულე რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არაა ე.წ.ოპოზიციის პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ. ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით რომ გიპასუხოთ რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს.

იტვირთბა....