aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული ფრენები შევზღუდოთ”- ტიკარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენებზე შეზღუდვა კვლავ დაწესდება.

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვრების გახსნის შემდეგ სპეციალისტები სიტუაცის დააკვირდებიან და აუცილელობის შემთხვევაში მისაღებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად განიხილავენ.

„ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული.

ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ქვეყანა საზღვრებს ხსნის ხუთ ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

იტვირთბა....