aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ზამთარში ნახევრად შიშველს აივანზე აბამდნენ” – მუხრანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთაში, სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობა შესაძლოა შურისძიების გამო მოხდა.

მატივე ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი მრავალი წლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. კერძოდ, ბაბუა მასზე ძალადობდა, მამა კი, ამ ძალადობას ან ხელს უწყობდა, ან რეაგირებას არ ახდენდა. ძალადობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ბავშვობაში მას ბორკილებით ხან საწოლზე აბამდნენ, ხან აივანზე ხან კი, ზამთარში, ეზოში ნახევრად შიშველს ტოვებდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.

როგორც ისინი ყვებიან, სავარაუდო მკვლელი ისეთ გარემოში გაიზარდა, შეუძლებელი იყო, ფსიქიკა დაზიანებული არ ჰქონოდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

იტვირთბა....