aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ჰყვება ეჭვმიტანილის დედა 28 წლის კაცზე, რომელმაც მუხრანში სავარაუდოდ მამა და ბაბუა მოკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მუხრანში, მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მეზობლების მიერ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია.

მისი თქმით, შვილს სავარაუდო მკვლელობა მისი დაცვის მიზინით არ ჩაუდენია.

“თითქოს, ჩემი ყოფილი მამამთილი ძალადობდა ჩემზე, ეს არის ცრუ ინფორმაცია. ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა ჩვენ დავშორდით, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, მათ დაიტოვეს ეს ბავშვი, იმიტომ რომ უნდოდათ მათნაირი გაზრდილიყო. ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდნენ. ამ კაცმა და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გაზარდეს არასწორად ეს ბავშვი. გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა. დაენგრა ფსიქიკა და გამოვიდა და ჩაიდინა ეს. ბავშვი მათთან იმიტომ დარჩა, რომ არ გამომატანა მამამთილმა და მითხრა, მე ეს ჩემთან უნდა გავზარდო, ჩემნაირი ვაჟკაცი უნდა იყოსო. მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეწყობოდით, პირდაპირ გეტყვით, ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახში არ იყო. მე ვეწინააღმდეგებოდი იმის არასწორ ქმედებებს, საქციელს ბავშვთან მიმართებაში, რომ ცოტა სხვაგვარდ ზრდიდა, ამის გამო იყო ჩემთან გინება. სხვა არანაირი მიზეზი არ არის. გიორგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე კომუნიკაცია არ მქონია. არ ვიცი, რა მოხდა. რატომ ჩაიდინა, არ ვიცი. გიორგი დაიჭირეს ყაჩაღობისთვის, მკვლელობებისა და რაღაცებისთვის სამჯერ იყო ციხეში, სულ 14 წელი გამოვიდა”, – განაცხადა სავარაუდო დამნაშავის დედამ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

იტვირთბა....