aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუხრანში, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოსულმა მამაკაცმა სავარაუდოდ მამა და ბაბუა მოკლა. ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი დედაზე ძალადობაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მკვლელობა მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

“ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა“, – ამბობენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა სექსუალური ძალადობა იყოს.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შვილიშვილმა ბაბუაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია, რასაც არაოფიციალური ინფორმაციით, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„პირადი საქმეები ჰქონდათ მაგათ. „სტრანნი“ ისტორია აქვთ,“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ადგილობრივი ამბობს, რომ „იყო“.

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

იტვირთბა....