aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება” – გორგოძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება. ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით,  კარანტინის პერიოდის გავლის შემდგომ 3-4 დღეში დაიწყება ნაშრომების გასწორება.

„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება“, – განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტთა გულშემატკივრებს შორის დისტანციის დასაცავად ხვალიდან პერსონალის მობილიზება მოხდება.

„გიდასტურებთ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტროლდებოდა, ცოტა რთული იყო ამ სიტუაციის დარეგულირება. ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია. მეტი პერსონალი იქნება მობილიზებული, რომ გარე პერიმეტრზე დისტანცია გაკონტროლდეს“, – განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდებისათვის დეტალურად არის გაწერილი წესები, რომლებიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

იტვირთბა....