aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მათ ის ბიჭი წაიყვანეს ოჯახში, სადაც მოხდა სამარცხვინო ფაქტი და ოჯახისთვის მოახდევინეს ბოდიში…” – დაკავებული სპორტსმენების სკანდალის ახალი დეტალები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი იური ლომაძის დაკავებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაკავებული ლომაძის დეიდა, მანანა მორჩილაძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ყვება, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და პირი, რომელიც დაზარალებულად ითვლება, უბრალოდ ბოდიშის მოსახდელად მიიყვანეს ერთ-ერთ ოჯახში.

“ეს იყო ოჯახური კონფლიქტი და ხაზგასმით ვითხოვ, ფედერაციას ამ საქმეში ნუ გარევთ. ირაკლი ლომაძის შესაძლებლობები მთელმა ქვეყანამ იცის. ხუთი კაცი იმ ბიჭის გასალახად, საჭირო არ იყო. მათ ის ბიჭი წაიყვანეს ოჯახში, სადაც მოხდა სამარცხვინო ფაქტი და ოჯახისთვის მოახდევინეს ბოდიში. ის თავისი ნებით ჩაუჯდა ბიჭებს მანქანაში და ახლა იძახის, რომ აწამეს და იძალადეს მასზე. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ირაკლი და ლუკა ლომაძეები, არიან უწესიერესი ბავშვები და არასდროს ყოფილან შემჩნეული რამე გარჩევებში, განსხვავებით, იმ ადამიანისგან, რომელიც მათ ბრალს სდებს გატაცებასა და წამებაში”, – აცხადებს დაკავებულების დეიდა.

მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ძირკველაშვილი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობაზე და ახლაც პრობაციონერია.

“ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ეს ბიჭი ლუკას და ირაკლის ოჯახის წევრის ახლო მეგობარი და ოჯახში მიღებული სტუმარი იყო. აღმოჩნდა, რომ ის გოგონა, დაორსულდა ამ პირისგან, რომელიც ეტყობა პირდებოდა ცოლად მოგიყვანო და როცა ეს არ მოხდა, გოგონამ ისირცხვილა და საერთოდ წავიდა საქართველოდან. იქ გააჩინა ბავშვი, რომელიც უკვე დადის და ამის შესახებ, ახლა გაიგეს ბიჭებმა, ამიტომ ნიკოლოზ ძირკველაშვილი იპოვეს და ის თავისი ნებით წაყვა მათ იმ სახლში ბოდიშის მოსახდელად. ნაცემიც არ იყო ეს ბიჭი”. – აღნიშნა მორჩილაძემ.

როგორც მორჩილაძე აცხადებს, ბიჭმა, რომელიც სპორტსმენებს წამებაში ადანაშაულებს, ბიჭებთან შეხვედრისას თქვა, “მაპატიეთ, არაკაცი ვარ და ბოდიშს ვიხდიო.”

“საავადმყოფოში არ ყოფილა, ერთი სილურჯეც არ აქვს. გუშინ სასამართლოზე თქვა, წყლით სავსე ბოთლებით და ბლაგვი საგნებით მცემდნენო. კლინიკა არ არსებობს დედამიწაზე, სადაც ეს კაცი იწვა. მე დარწმუნებული ვარ, გოგონამ უბედურებას აარიდა თავი, არ შეარცხვინა ოჯახი და დატოვა საქართველო. ამ ბიჭმა ბიჭებთან შეხვედრისას თქვა, მაპატიეთ, არაკაცი ვარ და ბოდიშს ვიხდიო. ამის შემდეგ წავიდა და რა მოხდა აღარ ვიცი. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. სილურჯე მაგას არ ჰქონია და საავადმყოფოში აპარატზე თუ იყო შეერთებული, 29 ივნისს საგამოძიებო ექსპერიმენტში, როგორ იღებდა მონაწილეობას ოზურგეთში? არაფერი სამარცხვინო ამ ბიჭებს არ ჩაუდენიათ, ესენი არიან ვაჟკაცი ბიჭები, არ შეარჩინეს ოჯახის თავს ლაფის დასხმა, მოახდევინეს ბოდიში და რა მოხდა შემდეგ არ ვიცი”, – ამბობს მანანა მორჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი იური ლომაძე, მისი ძმა ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....