aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დმანისში სამართალდამცველებმა 28 წლის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-მ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს – 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....