aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო ჩინეთს სანქციებს დაუწესებენ – კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციებს დაუწესებენ იმ ბანკებს, რომლებიც ავტონომიის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემსახურებიან.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი მცირედით განსხვავდება 25 ივნისს სენატის მიერ მიღებული დოკუმენტისგან, ამიტომ კონგრესის ზედა პალატამ კანონპროექტს კენჭი თავიდან უნდა უყაროს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გაეგზავნება.

იტვირთბა....