ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ევროპულმა საქართველომ და ნაცმოძრაობამ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს…” – კობახიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” უარი თქვენს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. მანამდე ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ კი ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია. ორივე პარტია მუშაობდა. მეტ დეტალებში აღარ შევალ, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში.”

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი

ამის შესახებ კობახიზემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

კითხვაზე: “რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ემზარ კვიციანს ენმ-სთან თანამშრომლობის” – კობახიძე პასუხობს: “ეს ინტერესი შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა, საზოგადოებას აინტერესებს რის საფუძველზე შეთანხმდნენ? არ აინტერესებს. მე პასუხს ვაგებ იმ სიტყვებზე, რომელიც წარმოვთქვი. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს.”

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....