საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 1-ლი ივლისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0568 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0552 ლარი ღირდა.
ხოლო, შედარებით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4282 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4466 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 1-ლი ივლისისთვის ამოქმედდება.