aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქორწინების მიზნით ქალისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულში ქორწინების მიზნით ქალისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....