“მე, რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით! ამ ქვეყანაში თუ ვერაფერს მოვახერხებდი და დიდი ალბათობით ასე იქნებოდა, იმიტომ რომ სახელისუფლებო მედიის მესიჯბოქსია ეს და ფაქტია, რაღაც დიდი ქაქიდან, რომელიც მათ ააქოთებთ ყურადღება სხვაგან გადააქვთ, წავიდოდი სტრასბურგში! ყველა რედაქტორის და ჟურნალისტის ფოტოს დავაწერდი რომ #სირცხვილია და სიცოცხლის ბოლომდე შეგახსენებდით, რომ ყველაზე არასწორი ხალხი ხართ! ამ ბავშვს სიცოცხლეს უნგრევთ! იმიტომ რომ სხვა, მნიშვნელოვან ფაქტებს ხელი დააფაროთ, ფაქტიურად მეგობრის მკვლელობის ორგანიზებას ტენით! ასეთ დროს მხოლოდ იმას გისურვებთ რომ იგივე დარტყმის ქვეშ აუცილებლად დადგეს თითოეული თქვენგანი!”
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი
ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალისტი “რეზონანსზე” გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელშიც იმ ახალგაზრდაზეა საუბარი, რომლის დაბადების დღის წვეულებაზეც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა.