aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი” – ბოკერია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერი ძველბიჭურად საუბრობს, ხოლო მათ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვს.

„ადამიანურ ენაზე ხომ შეიძლება, ამ ძველბიჭობის გარეშე, ხალხს აუხსნათ, რაც გევალებათ რატომ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხალხს სჭირდება. გადასახადებზეც კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ და გვერდზე გიზით ის გენიოსიც, თქვენი ფინანსთა მინისტრიც, ირიბს დაარქმევთ თუ პირდაპირს, საგადასახადო ტვირთში როგორ არ შედის საშემოსავლო გადასახადი? არ უღებთ ამ ფულს ჯიბიდან? თუ გადასახადებს დავწევთ, გაკოტრდება სახელმწიფოო – იმ 117 ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო? არგუმენტი გვითხრით და არა ეს ტყუილები და ძველბიჭობა, კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის ნაცვლად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმას, ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხომ ამბობთ არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოვუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონით. ამას რატომ ვერ იძახით?“- აღნიშნა ბოკერიამ.

იტვირთბა....