მთავარი ციტატა

“მეც მაინტერესებს, თუ ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს ფრენები, საქართველოს რა პოზიცია აქვს ამაზე” – ვოლსკი

“მოველოდი უფრო კრიტიკულ შეკითხვებს “ნაციონალური მოძრაობისგან” და არამარტო “ევროპული საქართველოსგან”, ეს ძველი ოპოზიცია, ცალკე “კლასტერია” შექმნილი. ადრე ჰქონდათ რესურსი და სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ. არასწორ შეკითხვებს სვამენ არასწორი კუთხით, თორემ მეც მაინტერესებს, თუკი ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს ფრენები,საქართველოს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით.”

გიო ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ამის შესახებ, გია ვოლსკმა პარლამტში პრემიერ-მინისტრის  წლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე არ განახლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გავრცელდა. ხოლო, დღეს “ევრონიუსმა” ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ სიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს, მათ შორის საქართველოს, საზღვარს პირველი ივლისიდან გაუხსნის.

“მეტრონომმა” ამ თემაზე მასალა მოამზადა, ხოლო განახლებულ ინფორმაციას მკითხველს აუცილებლად შევთავაზებთ. 

იტვირთბა....