aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“COVID-19-ის დროს საქმე გვაქვს, ე.წ. ციტოკინური შტორმთან, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერ ანთებით რეაქციას, რაც ზოჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს” – ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსი გაცილებით უფრო ვერაგია ვიდრე გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები და ეს არ არის მხოლოდ ფილტვების ანთება, როგორც ეს თავიდან ჩანდა.

მისი თქმით, COVID-19-ის დროს საქმე გვაქვს, ე.წ. ციტოკინური შტორმთან, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერ ანთებით რეაქციას, რაც ზოჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს

„სავსებით გასაგები მიზეზების გამო იყო კრიტიკა ისეთი პიროვნებების მხრიდან, რომლებიც ასოცირდებიან გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებასთან და საყურადღებოა, რომ შემდეგ, რაც ჩვენ შორის კამათი იმართებოდა, ზოგჯერ აკადემიური, ზოგჯერაც არააკადემიური, არც ერთ მათგანს არ უცდია თავის პოზიციის სერიოზულად დაცვა და ყველა ამბობდა, რომ მათ კეთილი სურვილები ამოძრავებდათ და ცუდს არაფერს ფიქრობენ, რაც საბოლოოდ ჯამში მაინც კარგია. ბოლომდე არ იცავდნენ თავის ნათქვამს.

ზოგადად, პამდემიამ გვასწავლა, რომ ეს არის ძალიან რთული დაავადება, უცნაური, გამოუცნობი, გაცილებით უფრო ვერაგია ვიდრე გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები. ეს არ არის მხოლოდ ფილტვების ანთება, როგორც ეს თავიდან გვეგონა, არამედ აზიანებს მთელ რიგ ორგანოებს და სისტემებს: გულს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს, თირკმელებს. ძალიან ხშირი გართულებები აქვს თრომბოემბოლიზმის. საქმე გვაქვს, ე.წ. ციტოკინური შტორმთან, როდესაც ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები გამოიყოფა, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერ ანთებით რეაქციას, თავიდან ამ ნივთიერებების გამოყოფა ორგანიზმის დასაცავად ხდება, მაგრამ შემდეგ ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა და ის, რასაც ორგანიზმი უნდა დაეცვა, მისი მტერი ხდება და ზოჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....