aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....