aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) აბასთუმნის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა” – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

სამსახურის ცნობით, აბასთუმანში შსს-ს საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბია მოწყობილი.

“ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს. ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....