aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით, ზოგზოგიერთები ალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს.

“ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით. ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო. გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს, რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური ( უკვე ინფიცირებული, მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი, რაც სამ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში. მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველას ინტერესში უნდა იყოს. ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი „განსხვავებული აზრის” გავრცელება – ალბათ თავის გამოჩენას და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!“, – წერს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....