“ეს ბიჭი ჩვენთან აღარაა დიდი ხანია და ვისთანაცაა, ურჩიეთ ესეთი სისულელეების ლაპარაკი და მუცლით მეზღაპრეობა ქვეყანას აზიანებს.”
ირაკლი ოქრუაშვილი – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება ოქრუაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რითაც გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, საწყენია რომ ამერიკის ელჩს მის ზღაპარზე განცხადების გაკეთება უწევს.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი.”