ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა..” – ცერცვაძე

“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის,  მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკეთებენ.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

მისი თქმით, საქართველომ რისკის პირველი ეტაპი, რომელიც საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების ნაწილის მოხსნას გულისხმობდა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმტკივნეულოდ გადაიტანა.

თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა იქნება დიდი გამოცდა აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის.

იტვირთბა....