ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში…” – ცერცვაძე

“ტურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფეციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, “თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში. მაშინ გამოვა, რომ საერთოდ დავძლიეთ პანდემია.”

იტვირთბა....