aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის დაკვეთით..” – “საქართველოს ფოსტის” ქარელის ფილიალის მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს ფოსტის” ქარელის ფილიალის მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ანა ბალიაშვილის განმარტებით, არ ჩაბარებია ბრძანება, სადაც გადაწყვეტილების მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული.

ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება ქარელის მერისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, რადგან ის ცოტა ხნის წინ რუისის იმ მცხოვრებლებს დაუდგა გვერდით, რომლებიც ზაზა გულიაშვილის გეგმას, გადაეცა 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა რუსული კომპანიისთვის, ეწინააღმდეგებოდნენ.

“უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით. პირველად თავად გამომიშვა მუნიციპალიტეტიდან! მეორედ მისი ჩარევით გამომიშვეს ფოსტიდან.მაშინ ვიბრძოლე და აღმადგინეს კარგი ადამიანების დახმარებით. მესამედ უკვე დღეს მიშვებენ სამსახურიდან იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა,რუისის სპორტული მოედანი რუსული კომპანიისთვის მიეცა.

მე “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტთან პრობლემა არ მქონია.სამი წლის განმავლობაში არ მიმიღია არცერთი საყვედური. რომ არა ზაზა გულიაშვილის გავლენები,ვფიქრობ ისევ გავაგრძელებდი მუშაობას კომპანიაში.

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება. ზაზა გულიაშვილისნაირი ჩინოვნიკები მსგავსი ტერორით ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ,რომ რადგან მუშაობთ და სამსახური გაქვთ,არ უნდა გააპროტესტოთ არაფერი და არ უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია!

მე ამ მიზნის განხორციელებაში ხელს არ შევუწყობ! ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად და ყველა იმ დასაქმებულის სტიმულისთვის,რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც ვერ ახერხებს”, – აცხადებს ანა ბალიაშვილი.

იტვირთბა....