aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მთავარ არხს ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის..” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტელეკომპანიას პასუხობს

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა,
32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა, რითაც, უპასუხა “მთავარი არხის” კითხვას: რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის.

იტვირთბა....