aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა, შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცავებს ჩაბარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში  შუამთის ქუჩის 22 ნომერში, სადაც სამართალდამცავები შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, სპეცოპერაცია დასრულდა.

სამართალდამცავებსა და მამაკაცს შორის სატელეფონო მოლაპარაება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ის პოლიციას მშვიდობიანად ჩაბარდა.

სპეცოპერაცია დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, არავინ დაშავებულა და ვითარება დასტაბილურდა.

“მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას და მან მიიღო გადაწყვეტილება და ის სახლიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ. არავინაა დაშავებული და არავის ექმურება საფრთხე,”- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა. 45 წლამდე მამაკაცმა სროლა რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა. ხოლო, ინციდენტს წინ შვილებთან კონფლიქტი უძღოდა, რამაც მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....