ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკელმა უფლებადამცველებმა დონალდ ტრამპს უჩივლეს

ამერიკელი უფლებადამცველები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამის გამო მას სასამართლოში უჩივლეს.

ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს სამოქალაქო უფლებების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა.

სარჩელი თეთრ სახლთან სამართალდამცავების მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლას ეხება. სარჩელის ავტორების თანახმად, როდესაც აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამით ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს.

შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ მანქანები დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას.

დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....