ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მსახიობ კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილში წერია, კახი კავსაძე მისი ოჯახისთვის ძვირფასი ადამიანია, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის.

„უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს – კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში, კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია – კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს – კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....