ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეზღუდვების დაწესების მიზეზებს განმარტავს

კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ანგარისშია ნათქვამი, ორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით.

“აქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით: ვირუსის გადამდებობის ხარისხი და ჯანდაცვის სისტემის მზაობა – ვირუსის მაღალი გადამდებობისა და სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ამოცანა იყო, არ დაგვეშვა ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და შემდგომ კოლაფსს გამოიწვევდა; სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები – ქვეყანაში სოციუმის სპეციფიკის გათვალისწინებით (რაც თაობების ერთად ცხოვრების ტრადიციას ეფუძნება), ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო რისკჯგუფების (ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები) ცალკე გამოყოფა და იზოლირება; სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხი – პანდემიასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე დაწესებული რეკომენდაციების აღსრულების ანალიზმა გამოავლინა ამ მეთოდის ფაქტობრივი სისუსტე. შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელი გახდა სავალდებულოდ შესასრულებელი შეზღუდვების დაწესება. აღსანიშნავია, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვას, რაც უზრუნველყოფდა ვირუსის სწრაფად გავრცელების პრეცენციას, მის შენელებასა და კონტროლს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, იგივე ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე 15 კლასტერი იყო იდენტიფიცირებული  და თითო კლასტერში შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 40 იყო.

ასევე, ანგარიშის თანახმად, ქვეყნაში ყოველი მეხუთე ადამიანი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....