aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან იდენტიფიცირებულია 15 კლასტერი, ხოლო თითო კლასტერში შემთხვევების რაოდენობა 40-ს არ აღემატება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე 15 კლასტერი იყო იდენტიფიცირებული  და თითო კლასტერში შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 40 იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშსი წერია, ამ პერიოდი ქვეყნის მასშტაბით 3 500-მდე კონტაქტი იქნა მოძიებული.

“ქვეყანაში, საანგარიშო პერიოდში (იანვარი – 22 მაისი). სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი. შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40.

დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება. კონტაქტების მიდევნების მიზნით ხდებოდა მათი თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება. კონტაქტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, განიხილებიან როგორც შესაძლო შემთხვევები, რომლებიც გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ დიაგნოსტირება კორონავირუსზე. კონტაქტებს, რომლებსაც არ უვლინდებათ სიმპტომები ეძლევათ არჩევანი: დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში შინ (თუ დაცულია იზოლაციისთვის მოთხოვნილი წესები) ან გადაყვანილი იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები,” – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....