aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პროკურატურამ Samsung-ის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხრეთ კორეის პროკურატურამ კომპანია Samsung-ის ფაქტობრივი მმართველის, ლი ჩჟე იონისა და კიდევ ორი ყოფილი მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

პროკურატურა Samsung-ის ხელმძრვანელს აქციების ფასის მანიპულირებასა და აუდიტის პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებენ.

პროკურატურის ცნობით, 2015 წელს Samsung-ის ტოპმენეჯერები მონაწილეობდნენ სქემაში, რომლის საშუალებითაც კომპანიაზე მმართველობა ლი ჩჟე იონმა 2014 წელს ჰოსპიტალიზებული მამისგან მიიღო.

გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს ფარმაცევტული კომპანია Samsung Biotechnics-ის ღირებულების შესაძლო ხელოვნურ გაზრდას.

საქმეზე ლი ჩჟე იონი უკვე ორჯერ დაიკითხა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

2017 წელს ლი ჩჟე იონს კორუფციის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპატიმრო დაწესებულება განაჩენის გამოცხადებიდან 1 წლის შემდეგ დატოვა.

იტვირთბა....