aviabiletebi
მთავარი ციტატა

ზოოპარკის დირექტორი განმარტავს, რატომ ესხმიან ყვავები ადამიანებს

“ახლა არის სეზონი, როდესაც ყვავის ბახალები იწყებენ ფრენას და ამ ფრენის დროს მათი ცდები მარცხით მთავრდება. მაგ დროს მათი მშობლები იცავენ ამ ბახალას, რომელიც შეიძლება ვერცკი შევამჩნიოთ, სადმე ისე იყოს გარინდული. ამ ბახალებს ვინმე თუ მიუახლოვდება, მშობლები ადამიანებს თავს ესხმიან, რომ განარიდონ თავის ნაშიერისაგან. ასეთი ფაქტი ყოველწელს მეორდება, თუმცა წელს რატომ მიიპყრო ამან განსაკუთრებული ყურადღება, არ ვიცი. სხვადასხვა ადგილიდან არის ზარები, რომ თავდასხმები ხდება. მაგრამ ეს თავდასხმა არაა, უფრო თავდაცვაა, რადგან თავის ნაშიერებს იცავენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ გურიელი – ზოოპარკის დირექტორი

ამის შესახებ ზურაბ გურიელმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

თბილისში ყვავი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. შემ­თხვე­ვა კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმცა მალევე გა­წე­რეს.

იტვირთბა....